ირაკლი კობახიძე - ბოლო მოეღება კოჰაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში - ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი

ბოლო მოეღება კოჰაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში - ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სრულად დავამთავროთ ჩვენს ქვეყანაში ლიბერალური ფაშიზმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ამ დღეებში უკვე დაიწყო და ეს ყველაფერი საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისია.

„ბოლო მოეღება კოჰაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, მათ შორის საქართველოს მთავრობის საქმიანობის პირობებში. ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში. გარდა იმ ამოცანებისა, რაც აქვს საქართველოს მთავრობას - ეს არის ეკონომიკის განვითარება, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება და ა.შ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება კოჰაბიტაციის ყველა გამოვლინების და ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამთავრება ჩვენს ქვეყანაში. ეს პროცესი დაიწყო სწორედ ამ დღეებში. ეს პროცესები იყო საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, კობახიძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიციის მთავარი იარაღი სიცრუეა“ და მისივე თქმით, ამავე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც. სწორედ ამიტომ, ირაკლი კობახიძე უცხოურ მედიას პირდაპირი ეთერის რეჟიმში ჩართვას სთავაზობს.

„სიცრუე არის რადიკალიზმის, რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების მთავარი იარაღი. ხედავდით, როგორ ცდილობდა „ნაცმედია“ შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, ზუსტად იგივე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც - სრული სიცრუე, დეზინფორმაცია, სრული სიყალბე და სრულიად ცალმხრივი ინფორმაცია. შემიძლია უცხოურ მედიას შევთავაზო ნებისმიერ ფორმატში ჩართვა, მაგრამ ეს უნდა იყოს აუცილებლად პირდაპირი ეთერი. დარწმუნებული ვარ, გამოხმაურება მაინცდამაინც ფართო არ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სიცრუე მოდებულია მთელ საერთაშორისო მედიას, რაც სამწუხაროა“,- განაცხადა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო