ირაკლი კობახიძე - 1-ელი ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, შარშანდელთან შედარებით, პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი 90%-ით იყო გაზრდილი - ეს მიანიშნებს, რომ წინასწარ დაგეგმეს ძალადობრივი, უხეში ქმედებები

1-ელი ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, შარშანდელთან შედარებით, პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი 90%-ით იყო გაზრდილი - ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ვიღაცებმა წინასწარ დაგეგმეს და მოამზადეს ის ძალადობრივი, სისტემური, უხეში ქმედებები, რომლებსაც რუსთაველის გამზირზე ვხედავდით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, შარშანდელი წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ასევე, გაზრდილი იყო სხვა საშუალებების გაყიდვების სიხშირეც.

„რაც შეეხება პიროტექნიკას და იმავე ეხება სხვა საშუალებებსაც, გუშინ ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ იყო გაზრდილი სტატისტიკა ნოემბრის თვეში. რომ ავიღოთ 1-ელი ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი და შევადაროთ ზუსტად იმავე პერიოდს შარშანდელი წლისას, 90%-ით იყო გაზრდილი პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი. ანალოგიური მაჩვენებელი იყო სხვა საშუალებებთან დაკავშირებითაც. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვიღაცებმა წინასწარ დაგეგმეს და მოამზადეს ის ძალადობრივი, სისტემური, უხეში ქმედებები, რომლებსაც ჩვენ რუსთაველის გამზირზე ვხედავდით. ეს არის მთავარი, რაზეც თქვენ ყურადღება უნდა გაამახვილოთ. ეს ყველაფერი იყო წინასწარ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა