„სემეკის“ გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემული კომპენსაციების ჯამი 16 მილიონ ლარს შეადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 37 საკითხი განიხილა, რომელთა უმეტესობა მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ სადავო საკითხებს შეეხებოდა.

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, კომისიამ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელსა და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების (ახალი ობიექტის) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდებისა და პროცედურების შესახებ იმსჯელა.

„კომისიის გადაწყვეტილებების მიხედვით, შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად კომპანიებს ვადები განესაზღვრათ.

„სემეკის“ მიერ დადგენილი „მომსახურების ხარისხის წესებით“ განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ქსელზე მიერთების პირობებისა და ვადების დარღვევისას, კომუნალურ კომპანიებს მომხმარებლისთვის კომპენსაციის გადახდა ეკისრებათ.

„სემეკის“ გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე 2017 წლიდან დღემდე გაცემული კომპენსაციების ჯამი 16, 255,55 ლარს შეადგენს.

კომისია მოუწოდებს მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მომართონ "სემეკს" ან მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს.

მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება ქოლ-ცენტრის ნომერზე 16-216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან "სემეკის" სოციალური გვერდის საშუალებით შეუძლიათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა