APM Terminals Poti - ინკლუზიური გარემოს განვითარება ჩვენი მიზანია

მიმდინარე კვირას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება, ,,ეიპიემ ტერმინალსის" პოლიტიკაა შექმნას ინკლუზიური სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები თავს იგრძნობენ რეალიზებულად და განვითარდებიან პიროვნული თუ პროფესიული თვალსაზრისით. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანიაში შეზღუდულ შესაძლებლობებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს უწოდებენ, რათა აღინიშნოს და დაფასდეს თანამშრომელთა უნარები.

„ჩვენს კომპანიაში შეზღუდულ შესაძლებლობებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს ვუწოდებთ, რათა აღვნიშნოთ და დავაფასოთ ჩვენი კოლეგების უნარები, მიღწევები და არა შეზღუდვები. ამგვარი დამოკიდებულებით ჩვენ გამოვხატავთ ინკლუზიურ კულტურას, რითაც ვამაყობთ და დამატებით ნაბიჯებს ვდგამთ ინკლუზიური გარემოს გასავითარებლად.

ვამაყობთ ჩვენი თანაშრომლებით, რომელთა ნაწილი ფოთის საზღვაო ნავსადგურში წლებია მუშაობს, ნაწილი კი ახლახანს შემოუერთდა გუნდს და უკვე მესამე თვეა უსაფრთხოების დეპარტამენტში, საკონტროლო ცენტრის ოპერატორისა და ასისტენტების პოზიციებზე არიან დასაქმებულები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც APM Terminals Poti-ში დასაქმებული შშმ პირები აცხადებენ, შექმნილი გარემო მათ შეუფერხებლად მუშაობის საშუალებას აძლევს.

„ირაკლი კვირკველია: მიუხედავად იმისა, რომ ახალი დასაქმებული ვარ, შექმნილი გარემოდან გამომდინარე, ახალ თანამშრომლად სულაც არ მივიჩნევ თავს. ჩვენი კოლეგები ცდილობენ თავი კომფორტულად გვაგრძნობინონ, რაც ძალიან დასაფასებელია.

გივი ლომაია: გუნდმა და სამუშაო გარემომ ახალ სამსახურთან შეგუება ძალიან გაგვიმარტივა. ვსწავლობ და შეუფერხებლად ვასრულებ ჩემს მოვალეობას.

საბა გრიგალაშვილი: სამსახური ჩემთვის მეორე ოჯახი გახდა. ეს სფერო ახალი ნაბიჯია ჩემს კარიერაში, თუმცა კოლეგების დახმარებით მალე სრულფასოვნად გავუმკლავდები ყველა გამოწვევას.

მსოფლიოს მოსახლეობის 16%, 1.3 მილიარდი ადამიანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ერთად გადავდგათ ნაბიჯები თანასწორობისკენ!“- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა