NCDC – LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია NCDC-ს ოფიციალურ განცხადებას არ წარმოადგენს - დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამ პლატფორმით არასოდეს უსარგებლია - როდის და ვის მიერ მოხდა გვერდის გახსნა, უცნობია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ მათი სახელით, პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია NCDC-ის ოფიციალურ განცხადებას არ წარმოადგენს.

მათივე განცხადებით, NCDC-ის აღნიშნული პლატფორმით არასოდეს უსარგებლია და უცნობია, ვინ გახსნა გვერდი.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სახელით, პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია NCDC-ს ოფიციალურ განცხადებას არ წარმოადგენს.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, სხვადასხვა ინფორმაციის გასავრცელებლად, პლატფორმით - LinkedIn არასოდეს უსარგებლია. როდის და ვის მიერ მოხდა გვერდის გახსნა ან ადმინისტრირება - სამწუხაროდ, ამის შესახებ ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას.

ამასთან, LinkedIn-ის ადმინისტრაცია ინფორმირებულია მომხდართან დაკავშირებით და მას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ანგარიშის გაუქმების თხოვნით, უკვე მიმართა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, LinkedIn-ზე შემდეგი ინფორმაცია გამოქვეყნდა: „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, „ქოცებით“, „ოდეერებით“ და ბიძინასგან ნაჩუქარი ქონების გამო გვიზის მენეჯმენტიც გაჩუმებული“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს