მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება და ამ კურსს მტკიცედ მიუყვება

ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, შესაბამისად განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

მისი თქმით, „საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის უმტკიცესი საფუძველი შექმნა და დღემდე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება“.

მინისტრის განცხადებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც მიმართულია ევროპული ინტეგრაციისკენ, ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და აქტიურად გამოიყენება ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის გასაღრმავებლად, რაც დამატებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევებისა, საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ეკონომიკური თუ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით თვალსაჩინო პროგრესის მიღწევა, რაც დასტურდება საერთაშორისო რეიტინგებით და ანგარიშებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგისთვის.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2-მა მილიონმა მოქალაქემ, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლის თანდასწრებით დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, არ წყდება სპეკულაციები არჩევნებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად გამოიყენება.

„მოველით, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა დაეფუძნება ობიექტურ შეფასებებს და შესაძლებლობას მოგვცემს გავაგრძელოთ თანამშრომლობა რეკომენდაციების შესრულების მიზნით”, - აღნიშნა მინისტრმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია