ამბროლაურის მერია - ამბროლაურის N2 და ლიხეთის საჯარო სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ამბროლაურის N2 და ლიხეთის საჯარო სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორივე სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა შენობის სახურავები, კარ-ფანჯრები, ელ გაყვანილობისა და გათბობის სისტემები, ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები.

„სკოლები მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ორივე სკოლის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „Design-Build“ –მეთოდით, რომელთა ჯამური ღირებულებაც 8 000 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს „საბა კონსტრაქშენი“ და მათი დასრულება 2025 წლის იანვრის ბოლოს იგეგმება.

რეგიონის მასშტაბით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარეობს 4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ჯამური თანხით - 20 174 632 ლარი.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან, ქრისტინა კობახიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ასლან საგანელიძესთან ერთად გაეცნო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს