ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია გასცა

2024 წლის 5 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების ლიცენზირების წესის გათვალისწინებით, სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალზე" (MBC) მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია გასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას თქმით, მიკრობანკების ინსტიტუტის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში.

საფინანსო სექტორში კონკურენციის კიდევ უფრო ზრდას, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2023-2025 წლის საზედამხედველო სტრატეგიის ნაწილია.

მისი შეფასებით, ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ მეტი საბანკო პროდუქტი გაიცეს მიკრო ბიზნესზე, მოემსახურონ ძირითად მცირე მსესხებლებს და კონკურენცია გაიზარდოს საბანკო სექტორში.

„ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ მეტი საბანკო პროდუქტი გაიცეს მიკრო ბიზნესზე, მოემსახურონ ძირითად მცირე მსესხებლებს და კონკურენცია გაიზარდოს საბანკო სექტორში. ამავდროულად, კარგი შესაძლებლობაა იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ვინც ახალ ეტაპზე გადასვლისა და მეტი დაფინანსების მოპოვების მსურველია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ მიკრობანკის ლიცენზიის აღებამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიცენზიით ფუნქციონირებდა, მისი ძირითადი ბიზნეს მიმართულება მცირე მეწარმეების დაფინანსება იყო.

„მიკრობანკად ტრანსფორმირების შემდგომ სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" მიზნად ისახავს გააგრძელოს მცირე ბიზნესის კიდევ უფრო აქტიური დაფინანსება და ბაზრისათვის სხვადასხვა ახალი ტიპის პროდუქტების შეთავაზება, ასევე დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემაში (RTGS) ჩართვის მეშვეობით გააძლიეროს კონკურენტუნარიანობა და ჩამოყალიბდეს საფინანსო სექტორში კიდევ უფრო ძლიერ მოთამაშედ.

ახალი ტიპის საფინანსო ინსტიტუტების ბაზარზე გამოჩენა ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსურ სექტორში კონკურენციის თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანას, რაც დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ საფინანსო სექტორისა და სრულიად ქვეყნის ეკონომიკისათვის“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის