ნიდერლანდები ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები შეაჩეროს

ნიდერლანდები ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები შეაჩეროს, - ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საქართველოში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა და პოლიტიკოსების დაკავება მიუღებელია. ამიტომ, ნიდერლანდები ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები შეაჩეროს. კარგია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ინდივიდუალური შესვლის აკრძალვები უკვე შემოიღეს“, - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს