მამუკა მდინარაძე - კიდევ ვერ ხვდებით რაშია საქმე? კიდევ გგონიათ, რომ მაგალითად, გახარია „ნაცი“ არ არის? მაგალითად, ამ ხალხს ევროპა აინტერესებს?

კიდევ ვერ ხვდებით რაშია საქმე? კიდევ გგონიათ, რომ მაგალითად, გახარია „ნაცი“ არ არის? მაგალითად, ამ ხალხს ევროპა აინტერესებს? - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მხარდამჭერებს. მისი განცხადებით, ოპოზიცია უვიზო რეჟიმის შეჩერებას და სანქციებს მოითხოვს, რაშიც მათი რეალური მიზანი კარგად ჩანს.

„ქართული საზოგადოება გახლიჩეს, დაყვეს, სიძულვილი ქცევის წესად, ფაშიზმი პრინციპებად გაიხადეს. მათ მხარეს მყოფ ხალხს მოვუწოდებ, თორემ ჩვენი ამომრჩევლები ყველაფერს მშვენივრად ხვდებიან. ღირსეულად იქცევიან, რომ გვიჯერებენ და არაფერს აკეთებენ. იმხელა ემოციაა მათში დაგროვილი, ვერ წარმოიდგენთ. მათ მომხრეებს მივმართავ, კიდევ ვერ ხვდებით რაშია საქმე? კიდევ გგონიათ, რომ მაგალითად, გახარია „ნაცი“ არ არის? მაგალითად, ამ ხალხს ევროპა აინტერესებს? იმას რომ იხვეწებიან ან სანქცია დაუწესოს ვიღაცამ, ან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე ლაპარაკი იქნებ დაიწყოს ვიღაცამ, რომ ამით იქნებ რაღაც მოვახერხოთ, წერილებს და ე.წ. დანოსებს რომ აგზავნიან ბრიუსელში. ეს ხალხია სამშობლოს მოყვარული? ვინც ყველა ეტაპი გაიარა დიდი გაჭირვებით, დიდი შრომით, წვალებით, ბრძოლით, კანდიდატი ქვეყანა ვართ, ხომ არ გავიწყდებათ? დღეს საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა კრიტერიუმით პირველ ადგილზე მყოფი ქვეყანა. მოლდოვას არ ეუბნებიან არაფერს, კორუფციაში იხრჩობა ქვეყანა და რომ ჩახვალ, გეგონება საბჭოთა დროს რომ საქართველო იყო, ზუსტად იმ მდგომარეობაშია. დსთ-ის წევრია, აქებენ, ადიდებენ. საქართველოს ლანძღავენ, რაში საქმე, რა ხდება?!“,-განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს