დიმიტრი ჩიქოვანი - ჩემს საცხოვრებელ სახლშიც აქვთ მცდელობა, რომ ჩხრეკაზე შევიდნენ -  ეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა, რაც არ გამოუვათ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების მდივნის დიმიტრი ჩიქოვანის განმარტებით, მის საცხოვრებელ სახლშიც აქვთ მცდელობა, რომ ჩხრეკაზე შევიდნენ.

როგორც ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს, „ეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა, რაც არ გამოუვათ”.

„ჩემს საცხოვრებელ სახლშიც აქვთ მცდელობა, რომ ჩხრეკაზე შევიდნენ. ეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვათ. ქვეყანაში დიქტატურის გაფორმება უნდათ. ცდებიან თუ ფიქრობენ, რომ ამას შეძლებენ. ცალკეულ პირებთან სახლში შეჭრები, უკანონო დაკავებები და ზეწოლები არავის გააჩერებს. ბოლო დღეებს ითვლიან და ეს ყველაფერი მოსალოდნელიც იყო”, - წერს დიმიტრი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს