ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ არჩევნების შედეგები ხალხის ნებით განისაზღვროს და არა გარე გავლენებით

ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ არჩევნების შედეგები ხალხის ნებით განისაზღვროს და არა გარე გავლენებით, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2024 წელს მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია და დღემდე არსებული ყველაზე აქტიური საარჩევნო სადამკვირვებლო სეზონი დაასრულა. 500-ზე მეტი დამკვირვებელი გაიგზავნა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში - აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, საქართველოში, უზბეკეთში, მოლდოვასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში - რამაც ეუთო-ს რეგიონში დემოკრატიული სტანდარტების დაცვის მიმართ ჩვენი ურყევი ერთგულება აჩვენა“, - განაცხადა პია კაუმამ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიის საქმიანობისა და ფუნდამენტური უფლებები არა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის, არამედ მუდმივად უნდა იყოს დაცული.

„მზარდი პოლარიზაციის ეპოქაში, როდესაც პოლიტიკურმა ფიგურებმა შეიძლება არჩევნების შედეგები წინმსწრებად გაასაჩივრონ, როგორც უსამართლო, როდესაც გამარჯვება მათ შორდებათ, არჩევნების დაკვირვებას ასეთი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. ჩვენს მისიებში გამოყენებული ნეიტრალური, მეცნიერული და აპრობირებული მეთოდები მსგავსი ნარატივების წინააღმდეგ ბრძოლასა და საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როგორც არჩევნების დამკვირვებლები, ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ არჩევნების შედეგები ხალხის ნებით განისაზღვროს და არა გარე გავლენებით აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან თუ რომელიმე სხვა მხრიდან“, - აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას პია კაუმამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შესახებაც ისაუბრა და რუსეთს საერთაშორისო წესრიგისა და ხელშეკრულებების პატივისცემისკენ მოუწოდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო