ადვოკატი - ზურა დათუნაშვილზე ძალადობა განხორციელდა დაკავებისას, ასევე, როცა იზოლატორში გადმოჰყავდათ, ხილული კვალი აღენიშნება კისრის არეში, დაზიანებული აქვს თვალი და ყური - შეუძლია ყველა მოძალადე პირის ამოცნობა

დაკავების დროს მასზე ძალადობა განხორციელდა, ასევე, მასზე იძალადეს, როცა ის იზოლატორში გადმოჰყავდათ. მას ძალადობის ხილული კვალი აღენიშნება კისრის არეში, მარცხენა თვალი აქვს დაზიანებული და მარჯვენა ყური, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ზურა დათუნაშვილის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქმე უკვე აღძრულია და მათ ყველა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობა აქვთ.

"ზურა დათუნაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის არ შესრულებას მოიცავს.

მისი დაკავება ძალადობრივი გზით მოხდა, როდესაც ის შენობიდან გამოვიდა, მას პოლიციელებთან კონტაქტი არც კი ჰქონია, შავებში ჩაცმული, ერთ-ერთი პოლიციელი პროვოკაციის მოსაწყობად მივარდა, სწვდა ქურთუკში და დააგდო ძირს. ამავე პირმა პოლიციელებს ზურას დაკავებისკენ მოუწოდა. დაკავების დროს მასზე ძალადობა განხორციელდა, ასევე მასზე იძალადეს, როცა ის იზოლატორში გადმოჰყავდათ. მას ძალადობის ხილული კვალი აღენიშნება კისრის არეში, მარცხენა თვალი აქვს დაზიანებული და მარჯვენა ყური.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აღძრულია საქმე, ზურა გამოიკითხა და დეტალურად უთხრა გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია. ჩვენი ინფორმაციით, ხვალ მასთან შევა ექსპერტი, რომელიც სამედიცინო ექსპერტიზას ჩაუტარებს.

რაც შეეხება მოძალადე პირებს, ყველას ამოცნობა შეუძლია ზურას. თუ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ საქმის გამოძიება სურს, ამის შესაძლებლობა მათ აქვთ, ყველას იდენტიფიცირება შესაძლებელია, ასევე როდესაც ზურაზე მანქანაში ფიზიკური ძალადობა ხორციელდებოდა, ორივე ადამიანმა ნიღბები მოიხსნა და ზურას მათი ამოცნობაც შეუძლია.

ზურა გამოძიებასთან თანამშრომლობს, მისი დაკავება საღამოს საათებში მოხდა, 48- საათი ხვალ გადის და დიდი ალბათობით, ხვალ მის საქმეს სასამართლოში შეიტანენ და პროცესი გაიმართება",- განაცხადა ბექა კვინიკაძემ.

ფოტო: მირიან მელაძე

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია