მიხაილ როთი - არ არსებობს „ლიბერალური ფაშიზმი“ – არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს

არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს, - ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ლიბერალური ფაშიზმის დასრულების“ შესახებ.

როთი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, შეწყვიტონ „ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“.

„საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ცდება. არ არსებობს „ლიბერალური ფაშიზმი“, რომელიც კრემლის წესების შესაბამისად უნდა „მოისპოს“. არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს. ბატონო კობახიძე, შეწყვიტეთ ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ!“, - წერს მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს