დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გადაიყვანეს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ

დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გადაიყვანეს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ.

ადგილზე მისული მსახიობები მის სახელს სკანდირებენ და გულშემატკივრობენ.

როგორც მსახიობმა, ირაკლი კვირიკაძემ განაცხადა, მათ წინააღმდეგ ეს არის სისტემის "ბოლო, განწირული მეთოდები".

„ეს არის ახალგაზრდების დაშინება ისე, რომ გარეთ გამოსვლა ვეღარ გაბედონ. ამ შემთხვევაში მაგალითი არის ანდრო, რომ თუ ცნობილი მსახიობი დააკავეს უკვე ახალგაზრდებში შესაძლებელია გაჩნდეს კითხვა: „მაშინ ჩემს შემთხვევაში რა ხდება?“. ეს არის სისტემის ბოლო, განწირული მეთოდები ჩვენს წინააღმდეგ. ამით ვერ შეგვაშინებენ და ვერ შეაჩერებენ იმ ხალხს, რომლებიც თავიანთ ქალაქებში გამოდიან და აპროტესტებენ ამ ყველაფრის მკადრებელ მთავრობას" ,- განაცხადა ირაკლი კვირიკაძემ.

შეგახსენებთ, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დღეს დააკავეს. მედიაში გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით არის მსახიობი დაკავებული.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა