გიორგი ვაშაძე პოლიციას - შეიძლება ბევრი რამ დაგავალონ, თვითმარქვია რეჟიმი ათას სიგიჟეზე წავიდეს, მაგრამ თქვენზეა შეასრულებთ თუ არა - ადამიანს, რომელიც მშვიდობიანად მოდის, ეუბნებით, რომ ჩანთაში ჩაგახედოთ, რატომ?

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“, სადაც ცოტა ხნის წინ მოქალაქეები გაჩხრიკეს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მივიდა.

ვაშაძემ ადგილზე მობილიზებულ თანამშრომლებს მიმართა და განუცხადა, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ.

„კადრებიც ყოფილა, რომ ადამიანებს ჩანთებს უჩხრეკთ და რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? მე ერთ რამეს გეუბნებით - შეიძლება ბევრი რამე დაგავალონ, შეიძლება, ეს თვითმარქვია რეჟიმი ათას სიგიჟეზე წავიდეს, მაგრამ ეს თქვენზეა შეასრულებთ თუ არა. მოიქეცით მშვიდად და წყნარად, ეს ქვეყანა ხომ თქვენიც არის? ეგ არის ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა, რომელიც მშვიდობიან პროტესტზე მიდის, ათვალიერებ პოლიციელი და უჩხრეკს ჩანთას.

მე იმიტომ მოვედი, რომ გითხრათ, რომ ეს არ გააკეთოთ. მთავარი უკანონობა ის არის, რომ როცა რეჟიმი თვითმარქვიაა და თქვენ ამ დავალებას გაძლევთ, მიდიხარ ადამიანთან, რომელიც მშვიდობიანად მოდის და ეუბნებით, რომ იქნებ ჩანთაში ჩაგახედოთ. რატომ უნდა ჩაგახედოს? რატომ უნდა გაგიჩნდეთ ეგ სურვილი, რომ ვინმეს ჩანთაში ჩაიხედოთ“, - მიმართა ვაშაძემ სამართალდამცავებს.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია