თინა ბოკუჩავა - სულ უფრო და უფრო ემსგავსება ივანიშვილის საქართველო პუტინის რუსეთს - არავის ეშინია მისი რეპრესიების

არავის ეშინია ივანიშვილის რეპრესიების -დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ისეთი თავისუფალი იქნება, როგორიც რუსთაველზე მყოფი ახალგაზრდები არიან, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი „რეიდები“ და დღევანდელი დაჭერები შიშის დანერგვას ემსახურებოდა.

“რა თქმა უნდა, არავინ უშინდება ივანიშვილის რეპრესიებს. რეიდები პოლიტიკური პარტიების ოფისებში, სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში ემსახურებოდა სწორედ შიშის დანერგვას, ისევე, როგორც ეს დაჭერები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. იცით, რომ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის” ოფისის უკანონო ჩხრეკის დროს დააკავეს ხუთი ჩვენი ახალგაზრდა, რომლებიც ყოველდღე თავიანთ თანატოლებთან ერთად ბრძოლის წინა ხაზზე დგანან „რუსული რეჟიმის“, „რუსული ომონის“ წინააღმდეგ. ასევე, უკანონოდ არის დაკავებული ასეულობით სხვა ახალგაზრდა, რომლებსაც თავდაცვითი საშუალებების ტარებას ედავებიან, თუმცა რეალურად, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას ედავებიან. გუშინაც ჩვენი ოფისიდან ვითომ ნივთმტკიცება რომ გაიტანეს - საქართველოს დროშები, ფიზიოლოგიური ხსნარები, რომლითაც მე, სოფო ჯაფარიძე და ექიმების გუნდი ვეხმარებოდით აქციაში დაშავებულ მონაწილეებს. გაიტანეს ის კარავი, რომელშიც ჩვენ გვქონდა სამედიცინო საშუალებები. სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან ივანიშვილის საქართველო პუტინის რუსეთს, რომელსაც მათ შორის, მცირე წლოვანი პატიმრები - 15-16 წლის ბავშვები ჰყავს. მეტროებში დასდევდნენ გუშინ ახალგაზრდებს ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების წევრები მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი იცავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, მაგრამ მე როდესაც ვუყურებ ამ ახალგაზრდებს, მათ შეუპოვრობას, ბრძოლისუნარიანობას, სიმტკიცეს, ეს კიდევ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ საქართველო იქნება სწორედ ისეთი თავისუფალი, როგორებიც არიან ეს ახალგაზრდები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია