სალომე ზურაბიშვილი - „ოცნება“ დღეს გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი

"ოცნება“ დღეს გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, „ქართულ ოცნებას“ ერთი სული აქვს მიხეილ სააკაშვილი იყოს მუდმივად მისი ერთადერთი ოპონენტი.

„სხვათა შორის, არაერთხელ შევხვდი რატი ბრეგაძეს ამ საკითხზე, როდესაც იყო ჰუმანური, ჯანმრთელობის პრობლემა. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს საკითხი თქვენი გადასაწყვეტია - მთავრობის მიერ, პოლიტიკური საკითხია და არა შეწყალების. შეწყალება სხვა რამეს ეხება, მორალურ განზომილებას, ამიტომ ვთქვი: „არა“.

„ოცნებას“ ერთი სული აქვს, მიშა იყოს მუდმივად მისი ერთადერთი ოპონენტი. ამიტომ არის, რომ თუ რაიმე ხმები შეინარჩუნეს დღემდე, არის იმ ადამიანებისგან, ვისაც ის პერიოდი ახსოვს. „ოცნება“ დღეს გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი. გაიმეორა და დაუმატა ერთადერთი რამ, რაც არ ჰქონდა სააკაშვილის პერიოდს. ავტორიტარიზმს, ერთპარტიულობას, არჩევნების გაყალბებას, ადამიანების უფლებების დარღვევას, ბიზნესის დამონებას, დაუმატა რუსეთი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს