ბილ ბროუდერი - საქართველოს ამჟამინდელი არალეგიტიმური ხელისუფლება რუსეთის მარიონეტული ხელისუფლებაა

ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ საქართველოს ამჟამინდელი არალეგიტიმური ხელისუფლება რუსეთის მარიონეტული ხელისუფლებაა, - ამის შესახებ Hermitage Capital Management-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა, ბილ ბროუდერმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

ბილ ბროუდერმა, საქართველოში არსებულ კრიზისში კორუფციის როლთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის (დემოკრატიული პარტია) მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„როგორ მუშაობს კორუფცია? ავიღოთ საქართველო და მე რამდენიმე სახელსა და გვარს დავასახელებ. არსებობს ადამიანი, ივანიშვილი, რომელიც ეროვნებით ქართველია და მილიარდერია. სად იშოვა ფული? რუსეთში. როგორ იშოვა რუსეთში ფული? „გაზპრომითა“ და სხვა სახელმწიფო კომპანიების მეშვეობით, რომლებიც ჩემი გამოცდილებით კორუმპირებულები არიან. ასე რომ, მან რამდენიმე მილიარდი იშოვა, დაბრუნდა საქართველოში და როგორ აკონტროლებენ მას რუსები? ისინი ეუბნებიან, შენ ფული საეჭვო გზით იშოვე, შეგვიძლია ყველაფერი წაგართვათ, შენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღვძრათ ან შეგვიძლია არაფერი გავაკეთოთ, თუ დაგვეხმარები და მას შემდეგ იგი მათ აქტიურად ეხმარება. ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ საქართველოს ამჟამინდელი არალეგიტიმური ხელისუფლება რუსეთის მარიონეტული ხელისუფლებაა და ბატონი ივანიშვილი ამ სიტუაციაში აქტიურ როლს თამაშობს. ეს ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს კორუფცია.

მეორე მაგალითი ის არის, რომ ხელისუფლებაში მყოფ კორუმპირებულ ადამიანებს არ სურთ, რომ მომავალმა მთავრობამ ისინი გამოიძიოს და რას აკეთებენ ისინი? ისინი ძალაუფლებას არ თმობენ და ამას აკეთებენ საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრით, არჩევნების გაყალბებით. ყველაფერი ეს ერთმანეთთან დაკავშირებულია და ამიტომაც არის კორუფცია მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ბილ ბროუდერმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა