ელენე ხოშტარია - ფოიერვერკებიც იქნება, ლაზერებიც, კვერცხებიც და ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ წინააღმდეგობა გავწიოთ, კობახიძის მცდელობას, დისკრედიტაციასა და ტყუილების ლაპარაკს მნიშვნელობა არ აქვს

ქვეყნისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკავებულები არიან, არ უნდა გავჩერდეთ და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

ხოშტარიას შეფასებით, ბოლო დღეებში განხორციელებული დაკავებები იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებას აქციებისა და მისი მოქალაქეების ეშინია.

“ეს არის უტყუარი ნიშანი იმის, რომ ხელისუფლებას ეშინია აქციების, ეშინია მოქალაქეების, ეშინია შეუპოვარი ბრძოლის და ამიტომ გადავიდნენ კონკრეტულად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაშინებაზე, დაკავებებზე, შევარდნებზე, ღია რუსული მეთოდით რეპრესიებზე, მაგრამ ეს მხოლოდ უკუეფექტს მოიტანს, უფრო მეტ ადამიანს გააბრაზებს. ქვეყნისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკავებულები არიან, არ უნდა გავჩერდეთ და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.

აქცია არც ერთი დღე არ ყოფილა ძალადობრივი. ეს აქცია ყოველთვის იყო მშვიდობიანი, პრინციპული. პოლიციის ძალადობას ხალხისგან წინააღმდეგობა შეხვდა და ასეც გავაგრძელებთ. ისე არ იქნება, რომ პოლიცია თავს ესხმის ადამიანებს და ჩვენ წყნარად ვდგავართ, აუცილებლად გავცემთ პასუხს. ფოიერვერკებიც იქნება, ლაზერებიც იქნება, კვერცხებიც იქნება და რაც საჭიროა, ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გავწიოთ, ამიტომ კობახიძის მცდელობას, დისკრედიტაციასა და ტყუილების ლაპარაკს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობის მოძრაობას ყველა კანონიერი, ოღონდ ძალიან მძლავრი ხერხებით. არავინ აპირებს, რომ დააჩაგრინოს საკუთარი მოქალაქეები”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია