სირიელმა მეამბოხეებმა ქალაქი ჰამა აიღეს

სირიელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ ალეპოს აღების შემდეგ, მეორე მნიშვნელოვან ქალაქზე, ჰამაზე სრული კონტროლი დააწესეს, - ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.

ისლამისტური დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ ალ შამის ლიდერმა, აბუ მუჰამედ ალ-ჯავლანმა ქალაქში გამარჯვება გამოაცხადა და პირობა დადო, რომ შურისძიება არ იქნება.

სირიის სამთავრობო არმიამ მეამბოხეების მიერ ალეპოს აღების შემდეგ ჰამაში დამატებითი ძალები გაგზავნა, თუმცა რამდენიმე დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ მეამბოხეებმა მთავრობის თავდაცვითი ხაზები გაარღვიეს. BBC-ი წერს, რომ რუსეთის საჰაერო თავდასხმებისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფების მებრძოლების მხარდაჭერის მიუხედავად, სირიის ჯარებმა ქალაქ ჰამას შენარჩუნება ვერ შეძლეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა