გია ჯაფარიძე - ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღარ არის ცარიელი განცხადებების კეთების დრო, დადგა დრო, რომ გადავიდნენ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე

ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღარ არის ცარიელი განცხადებების კეთების დრო, დადგა დრო, რომ ისინი გადავიდნენ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ჯაფარიძემ ბრიფინგზე 4 ბარიერგადალახული პარტიის წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებულების გათავისუფლებასთან და ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნები ძალაში რჩება.

ამასთან, ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ საქართველოს შეუჩერდა ევროპის კავშირთან უვიზო მიმოსვლა, ეს თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ დამსახურება იქნება.

„ძალაში რჩება ჩვენი მთავარი მოთხოვნები. პირველი - ყველა დაკავებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა მათგანი არის პოლიტიკური პატიმარი. არც ერთი დაკავებული ადამიანის წინააღმდეგ არ წარმოუდგენია ხელისუფლებას არც ერთი არგუმენტი, რის გამოც შეიძლება, რომ ისინი დაკავებული ჰყავდეთ, მათ შორის, ის 5 ადამიანი, რომელიც აიყვანეს ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისიდან. არც ერთ დაკავებულს არ აქვს ჩადენილი რაიმე სახის ისეთ ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მეორე - ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების შესახებ. ხელახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში შექმნა „ქართულმა ოცნებამ“. მესამე - ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღარ არის ცარიელი განცხადებების კეთების დრო, დადგა დრო, რომ ისინი გადავიდნენ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა