თეონა აქუბარდია - ივანიშვილის რეჟიმი ყალბი ილუზიის შექმნას ცდილობს, რომ რამის დამლაგებლები არიან ახალ ადმინისტრაციასთან - სანქციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

„მაგნიტსკის“ აქტის გუშინდელი განხილვა სენატში და მისი ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მისამართით, იმის მანიშნებელია, რომ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ყალბია ილუზიის შექმნის მცდელობა, რომ რამის დამლაგებლები არიან ახალ ადმინისტრაციასთან - სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ 4 ბარიერგადალახული პარტიის წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე, „სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია ერთიანობა და მშვიდობიანი პროტესტის“ გაგრძელება.

„ერთიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება. ჩვენ, მათ შორის, ვხედავთ იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელსაც ქართველი ხალხი ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მომავლის დაცვის გზაზე ცივილიზებული დასავლეთიდან იღებს. გუშინ ნახეთ, როგორც სანქციების ახალი პაკეტი, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება ქართველი ხალხის მხარდაჭერის კუთხით. ხედავთ, მათ შორის, იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც შეერთებული შტატების მხრიდან არის ქართველი ხალხის მისწრაფებაზე, ვიყოთ დემოკრატიულები, ევროპულები და ევროპული ოჯახის წევრები.

სენატში გუშინდელი განხილვა „მაგნიტსკის“ აქტის გაფართოებასთან დაკავშირებით და მისი ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მისამართით, კიდევ ერთხელ იმის მანიშნებელია, რომ ყალბი ილუზიის შექმნის მცდელობაა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ის, რომ ისინი რამის დამლაგებლები არიან ახალ ადმინისტრაციასთან. რა თქმა უნდა, სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნდეს და შევძლოთ ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. ამიტომ, სანქციების განხილვა და ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მხარდაჭერის მანიშნებელია.

რაც შეეხება, კიდევ ერთ ჩვენს მნიშვნელოვან საქმიანობას ამ საინფორმაციო ცენტრში. ვიწყებთ მუშაობას იმ ანტიდასავლური პროპაგანდის გასანეიტრალებლად და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის „ოცნება“ და მათ შორის, სახელისუფლებო არხები. ვიწყებთ იმ ტყუილების გამოაშკარავებას, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველდღიური საპასუხო რეჟიმი გვექნება“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის