უნგრეთში ვიზიტად მყოფი რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ფუნდამენტური უფლებების კომისარს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, ფუნდამენტური უფლებების კომისარს (ომბუდსმენს), აკოშ კოზმას შეხვდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს და უნგრეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობას, აღნიშნა, რომ ქართველ და უნგრელ ხალხს მსგავსი ღირებულებები აქვთ, მათ შორის, საკუთარი ქვეყნისა და ოჯახის მიმართ.

„ზაზა ვაშაყმაძემ აკოშ კოზმას გააცნო საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური დენომინაციების მიმართ განხორციელებული ნაბიჯები, რელიგიების ფინანსური დახმარება, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებისა და საკულტო ნაგებობების დაბრუნების პროცესი. სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე, აღნიშნა ის უმნიშვნელოვანესი როლი, რაც ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებსა და რელიგიურ ლიდერებს შეაქვთ საზოგადოებაში ტოლერანტული გარემოს განმტკიცების საქმეში.

ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევის, ეთნიკური და რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტებზე. მან ფუნდამენტური უფლებების კომისარს სააგენტოს გამოცემა - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ გადასცა, სადაც ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უმძიმესი ვითარებაა ასახული. საპასუხოდ, უნგრეთის ფუნდამენტური უფლებების კომისარმა განაცხადა, რომ საქართველოს მუდამ უნდა ჰქონდეს უნგრეთის იმედი, რომ ის ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოსა და მის ლიდერებს ევროინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდა უნგრეთის საპოლიციო საჩივრების გენერალური დირექტორი, დოქტორი დომონკოს ვილდნერი, უსაფრთხოების საკითხებში გენერალური დირექტორი, დოქტორი ბერნადეტ ბოდო, გენერალური მდივნის მოადგილე, დოქტორი გატორ შმიდტი, მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, ბალას ანტალ ნაგი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირველი მდივანი, თამარ ჩხაიძე, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და სააგენტოს იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა