ნიკა გვარამია სასამართლოზე - არსად შევარდნას არ ვცდილობდი და არავის ვაწუხებდი, ვითხოვდი ჩემს საკუთრებაში არსებული ოფისის ჩხრეკას დავსწრებოდი - თავს დავესხი პოლიციელებს გინებით თუ რა მოხდა?

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატები პროცესის გადადებას ითხოვენ.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მათ დაცვის უფლების ჯეროვნად განხორციელებისთვის გონივრული დრო სჭირდებათ. მისივე განმარტებით, მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და რეალობას ვერ ასახავს, დაცვის მხარემ კი დამატებითი ვიდეომასალა უნდა წარადგინოს, სადავ ნიკა გვარამიას და პოლიციის მთლიანი კომუნიკაცია იქნება ასახული.

საძაგლიშვილის თქმით, ეს მუხლები მკაცრ ადმინისტრაციულ სანქციას ითვალისწინებს - ადმინისტრაციულ პატიმრობასაც, შესაბამისად, დაცვის უფლება ჯეროვნად რომ განხორციელდეს, მათ გონივრული ვადა სჭირდებათ.

საძაგლიშვილის განმარტებით, სასამართლო პროცესის ჩატარების შესახებ ადვოკატებისთვის სხდომის დაწყებამდე საათნახევრით ადრე გახდა ცნობილი. გვარამიას კი ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ დაცვის მხარის მომზადება მოსწრებულიყო.

ადვოკატების თქმით, გვარამიას მიმართ ცრუ ოქმებია შედგენილი.

სიტყვით ისარგებლა თავად ნიკა გვარამიამაც, და განმარტა, რომ არსად შევარდნას არ ცდილობდა.

„მე უნდა ვნახო კადრები უწყეტობით არის თუ არა წარმოდგენილი. „რუსთავი 2“-თან სპეციფიური ურთიერთობა მაქვს და სწორედ იმის გამო, რომ ვიდეო სწორედ აღნიშნული ტელეკომპანიიდანაა წარმოდგენილი, მაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ფაბრიკაციას აქვს ადგილი.

გუშინ ან გუშინწინ ჩემთვის რომ რამე ეთქვათ, ან შემძლებოდა ადვოკატებისთვის ხმის მიწვდომა, ალბათ, მოვასწრებდი, რომ ჩემს სასარგებლოდ მტკიცებულებები მექნებოდა წარმოდგენილი. მტკიცებულებას ვნახავ, მაგრამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა რომელიც შსს-მ შემირაცხა, მაინტერესებს სად იდგა ოპერატორი და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის დაკითხვას მოვითხოვ.

არსად შევარდნას არ ვცდილობდი და არავის ვაწუხებდი, ჩემს საკუთრებაში არსებული ოფისის ჩხრეკა მიმდინარეობდა. ვითხოვდი ღონისძიების ჩამტარებელი გამოსულიყო და ჩხრეკას დავსწრებოდი.

თავს დავესხი პოლიციელებს გინებით თუ რა მოხდა? ხომ უნდა მქონდეს დამადასტურებელი მასალების წარმოდგენის საშუალება?... სათვალე დავკარგე ოპერაციის დროს, გუშინ მომიტანეს, არანაირ დოკუმენტს არ ვიცნობ“, - განაცხადა გვარამიამ.

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სხდომა არ გადადო. მისი განმარტებით, სხდომის გადადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, თუ დაცვისთვის ცნობილი იყო, რომ დაკავების კადრები არსებობდა, ამასთან სხვადასხვა ტელევიზიით გადაიცემოდა, სურათის აღწერის თვალსაზრისით, დაცვას ის აქამდე უნდა მოეპოვებინა, ვინაიდან ფაქტიდან 2 დღეა გასული.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო