გიორგი ვაშაძე - მივმართავ ყველა პოლიციელს, სპეცრაზმელს და ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ახალგაზრდების დასახიჩრების დავალებას აძლევენ, გადმოდით ხალხის მხარეს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ხალხის მხარეს გადასულ პოლიციელთა უფლებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, თავად დაიცავს, რისთვისაც სპეციალური ჯგუფი უკვე არსებობს.

„მივმართავ ყველა სამართალდამცავი უწყების თანამშრომელს, პოლიციელს, სპეცრაზმელს და ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ახალგაზრდების დასახიჩრების დავალებას აძლევენ, გადმოდით ხალხის მხარეს. გაემიჯნეთ ამ სისტემას, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მე და დაგეხმარებით, რომ თქვენი უფლებები ქვეყნის შიგნით და გარეთაც დაცული იყოს.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ პასუხისმგებლობა არ შეგეხოთ და ხალხი თქვენს ინტერესებს დაიცავს. ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტერესებს, რისთვისაც სპეციალური ჯგუფი გვყავს.

გადმოდით ხალხის მხარეს, სანამ დროა და აირიდეთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა მოძალადეს აუცილებლად დაეკისრება, რომლებმაც ადამიანები დაასახიჩრეს და პოლიტიკურ დევანს ახორციელებენ სამართალდამცავი ორგანოების სახელით, რეალურად კი თვითმარქვია რეჟიმის დავალებით“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია