მიხეილ სააკაშვილი - ამბობენ: „სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი!“ - ხალხო, რანაირი ავტორიტარი ვიყავი?! 7 ნოემბერს პოლიციის მოქმედება რომ არ მომეწონა, პრეზიდენტობიდან გადავდექი და ვადა შევიმცირე!

ამბობენ: „სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი“! - ხალხო, რანაირი ავტორიტარი ვიყავი?! 7 ნოემბერს პოლიციის მოქმედება რომ არ მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ყველაფერში რუსი ოლიგარქისა და რუსეთის ხელი ერია, პრეზიდენტობიდან გადავდექი და ვადა შევიმცირე! - განაცხადა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, ვიდეო ჩართვისას.

სააკაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ 2012 წელს მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება მას, ვისზეც იცოდა, თუ საითკენ წაიყვანდა ქვეყანას.

“ამის მიუხედავად, სხვა რა გამოსავალი იყო, როცა თავად ხალხმა გადაწყვიტა ასე, რუსეთის ჩარევის შედეგად! მე ვარ ავტორიტარი?!

მე საქართველოს გავუხსენი მთელი მსოფლიოსთვის ჰორიზონტები, ქვეყანა ავიყვანე მსოფლიო რუკებზე. შევქმენით სრულიად ახალი განათლების სისტემა, რომელიც სწორედ თავისუფლებაზე დამყნობილ ქართულ გენს ავითარებდა და ავითარებს ჯერ კიდევ, ვიდრე ყველაფერს არ მოხურავენ. ესენი ყველაფერს მოხურავენ, თუ ეს ბრძოლა ბოლომდე არ მივა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ყველა დემონსტრანტი, ვინც დღეს აქციაზე დგას, ძალიან კარგად იძლევა ინტერვიუს ინგლისურ ენაზე, რის გამოც გული სიყვარულით ევსება.

„მეგონა, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი და ახლა ყველანი ასეთი ხართ! ყველანი ასეთი განათლებულები ხართ! ყველანი ასეთი თვალანთებულები ხართ და ყველას გესმით თავისუფლების არსი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი