საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის - „ლექტორის საათი”, დახურვის ღონისძიება გაიმართა

დასრულდა პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ჩვენი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. „ლექტორის საათი" ერთ-ერთი საინტერესო პროექტია, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნოდარ ტაბიძის სტუდენტურმა კლუბმა განახორციელა თავისი არსებობს მანძილზე. სტუდენტებმა რვა თვის განმავლობაში მოვისმინეთ მრავალფეროვანი, საინტერესო ლექციები და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი თემატიკით. მადლობა კლუბს და მადლობა რექტორს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ანა მიქაძემ, პროექტ „ლექტორის საათის“ დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.

სტუ-ს რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით და ნოდარ ტაბიძის კლუბის ინიციატივით, უნივერსიტეტში მიმდინარეობდა პროექტი - „ლექტორის საათი“, რომლის ფარგლებშიც 15 საჯარო ლექცია გაიმართა.

სტუ-ის ნოდარ ტაბიძის სტუდენტური კლუბის პრეზიდენტის, არჩილ გურგენიძის თქმით, პროექტი გაიხსნა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პროფესორისა და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის, თინათინ აფხაიძის საჯარო ლექციით - „PR-ის როლსა და დანიშნულებაზე საზოგადოებაში”.

„პროექტის ფარგლებში პირველი ლექცია პროფესორმა თინათინ აფხაიძემ ჩაატარა, ხოლო ბოლო საჯარო ლექცია - „კრიზისების მართვა”, სტუდენტმა ნიკოლოზ რევიშვილმა გამართა და ასე შევკარით ერთგვარი წრედი. პროექტის მიზანი იყო, სხვადასხვა დარგის სპეციალისტს მნიშვნელოვან თემებზე საჯარო ლექციები ჩაეტარებინათ, სტუდენტებს კი მათგან მიეღოთ რჩევები, გაეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კლუბის წევრებს, ყველას, ვინც პროექტის წარმატებით დასრულებაში მიიღო მონაწილეობა. მადლობა რექტორს მხარდაჭერისათვის”, - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა.

სტუ-ის ინფორმაციით, „ლექტორის საათის” ფარგლებში, ახალგაზრდებმა მოისმინეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, თეოლოგიის საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ მეუფე ანანიას ჯაფარიძის საჯარო ლექცია - „ქალდეა - ქართული ცივილიზაციის სათავეებთან”, სტუ-ის პროფესორების: ლია მეტრეველის „ვაჟა-ფშაველა“, გიგლა გობეჩიას - „ნოდარ ტაბიძე“, თამთა ღლონტის - „კონტენტის შექმნა“ და სხვა. ღონისძიების დასასრულს, ნოდარ ტაბიძის კლუბის პრეზიდენტმა პროექტის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია