თინა ბოკუჩავა - მიდის სანქციების აქტიურად განხილვა, ახლა მთავარია, აშშ-მა იმოქმედოს - დემოკრატიული სამყარო მხოლოდ განცხადებებით ვეღარ შემოიფარგლება მაშინ, როცა ივანიშვილი ცდილობს ქვეყანა გადააბაროს რუსეთს

სახელმწიფო დეპარტამენტმა ღიად ისაუბრა, მიდის სანქციების აქტიურად განხილვა. ახლა მთავარია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმოქმედოს, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოებს შეუძლიათ, დასასანქცირებელი პირების წრის განსასაზღვრად, პრეზიდენტი ზელენსკისა და უკრაინის ხელისუფლების მიერ შედგენილი სიით იხელმძღვანელონ.

„იცით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ღიად ისაუბრა, მიდის სანქციების აქტიურად განხილვა. ახლა მთავარია, აშშ-მა იმოქმედოს. დემოკრატიული სამყარო მხოლოდ განცხადებებით ვეღარ შემოიფარგლება, მაშინ, როცა ივანიშვილი ცდილობს ქვეყანა გადააბაროს რუსეთს. პრეზიდენტი ზელენსკის სანქციების ლოგიკა ეფუძნება სწორედ იმას, რომ ივანიშვილი ცდილობს ქვეყანა რუსეთს გადააბაროს. ვფიქრობ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებს შეუძლიათ, მათ შორის დასასანქცირებელი პირების წრის განსასაზღვრად, იხელმძღვანელონ პრეზიდენტი ზელენსკისა და უკრაინის ხელისუფლების მიერ შედგენილი სიით, ამით, მათ შორის, დააჩქარონ სანქცირების პროცესი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა