მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის მამა - 19 წლისაა ჩემი შვილი და ისეთი ბრალდება წაუყენეს, ბინ ლადენსაც კი შეშურდებოდა - ბრალის დადგენილებაში წერია: „შეიარაღებული თავდასხმა“, „აფეთქებების ორგანიზება“

სასამართლოსგან მოლოდინები კარგი არ მაქვს, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა, აბსოლუტურად უდანაშაულოა და ისჯება სამშობლოს სიყვარულისთვის და პატრიოტიზმისთვის,- ამის შესახებ მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მის შვილს სასამართლომ დღეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდოს.

„ის, რაც ბრალის დადგენილებაშია, აბსოლუტურად შეთხზულია და ისეთი აქცენტებია, ალბათ, რომ წაიკითხოთ, გაოგნდებით, „შეიარაღებული თავდასხმა“, „აფეთქებების ორგანიზება“... 19 წლის არის ეს ბიჭი, ალბათ, ბინ ლადენსაც შეშურდებოდა ისეთი ბრალდება წაუყენეს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ამ სასამართლოში რთული იქნება კი არა, გამორიცხულია რაიმე ობიექტურობის მიღწევა მოცემულ საქმეზე. ვფიქრობ, რომ აღკვეთის ღონისძიებით ორთვიან პატიმრობას განუსაზღვრავენ და ამ საკითხს შემდგომ პოლიტიკური პროცესები გადაწყვეტს ქვეყანაში, როგორც განვითარდება იმის მიხედვით. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი. შესაბამისად, პოლიტიკური პროცესები როგორც წავა ქვეყანაში, ისე დასრულდება მისი პატიმრობის ან გათავისუფლების საკითხი“, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

ცნობისთვის, „დაფიონის“ დამფუძნებელი, ზვიად ცეცხლაძე პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა