პრემიერი - მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე 12 ახალგაზრდას და გულწრფელად, გახსნილად ვისაუბროთ ყველა თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება აწუხებდეთ

მინდა გულწრფელ ახალგაზრდებს შევთავაზო, რომლებსაც პროტესტის განცდა აქვთ, საჯარო დისკუსიაში ნებისმიერ ფორმატში ჩაერთონ. მოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსების რესურსი რაიმე ტიპის დისკუსიაში ჩაერთოს, „არის სრულიად შეზღუდული“.

„ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე, სხვანაირად შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრული, სრულფასოვანი განვითარება. კიდევ ერთხელ მინდა გავხსნა სივრცე საჯარო დისკუსიისთვის. თქვენ ხედავთ, რომ ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსების რესურსი რაიმე ტიპის დისკუსიაში ჩაერთოს, არის სრულიად შეზღუდული. მათ თავიდან სცადეს, კერძოდ, კონკრეტულმა ყოფილმა პოლიტიკოსებმა დისკუსიაში ჩართვა, თუმცა საბოლოო ჯამში, მათთაც მოუწიათ უარი ამ საჯარო დისკუსიაზე.

აქედან გამომდინარე, მე პირველ რიგში, მინდა გულწრფელ ახალგაზრდებს შევთავაზო, რომლებსაც პროტესტის განცდა აქვთ, საჯარო დისკუსიაში ნებისმიერ ფორმატში ჩაერთონ. მოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში. ამისათვის ჩვენ ვართ ყოველთვის ღია და გახსნილი. აქაც, რა თქმა უნდა, საქმეში ჩაერთვება ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც მაქსიმალურად ეცდება, რომ არავითარი საჯარო დისკურსია მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით არ დაუშვას, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი კარი აბსოლუტურად ღიაა ასეთი საჯარო დისკუსიისთვის. მე პირადად მზად ვარ, რომ ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე 12 ახალგაზრდას და გულწრფელად, გახსნილად ვისაუბროთ ყველა თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება აწუხებდეთ. იქნება ეს ევროინტეგრაციის პროცესი და ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძე შეფასებით, საერთაშორისო მედიასაშუალებები საქართველოსთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

„ასევე, აბსოლუტურად, ღია ვარ საერთაშორისო მედიისთვის. თქვენ ხედავთ, რომ უცხოურ მედიაშიც საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის ნიაღვარია, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მზად ვარ, რომ ნებისმიერ უცხოურ მედიას პირდაპირი ეთერის ფორმატში ჩავერთო. აქაც მზად ვართ, აბსოლუტურად ღია დისკუსიისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა