პრემიერი - თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია ჰქონდა

თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია ჰქონდა, - ეს განცხადება მედიასთან პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძემ მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხდა შსს-ს, პირადად მინისტრს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და თითოეულ პოლიციელს. კობახიძის თქმით, მათი დამსახურებაა, რომ სახელმწიფომ “მაიდნის” მორიგ მცდელობას პროპორციულად და სათანადოდ უპასუხა.

„თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია. სწორედ ამ ჯანსაღმა რეაქციამაც მოგვცა ჩვენ ასეთ ინციდენტებზე სწორად რეაგირების და რაც მთავარია, ასეთი ინციდენტების სამომავლოდ პრევენციის საშუალება. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს ჯანსაღი რეაქციისთვის,“- განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს