ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა ჰქონდა - ოფისებში შემალული პოლიტიკოსები მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან

რადიკალურ ოპოზიციას კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა ჰქონდა - ოფისებში შემალული პოლიტიკოსები მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ძალადობის მთავარი კერა სწორედ პარტიული ოფისები იყო“. მისივე განცხადებით, არაკონსტიტუციურ ქმედებას სათანადო რეაგირება სჭირდება.

„ოფისებში შემალული პოლიტიკოსები მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.

ყველამ დაინახა, რომ რეალურად ძალადობის მთავარი კერა სწორედ პარტიული ოფისები იყო. როგორც კი ოფისებში შევედით, როგორც კი ძალადობის კერა და ძალადობის წყარო გავანეიტრალეთ, ძალადობაც დასრულდა.

რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც არსებითად ოთხი პარტიაა, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა ჰქონდა. ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უკანონო, არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სათანადო რეაგირება სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს