ირაკლი კობახიძე - თუ ვინმეს რაიმეს უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება ვინმესთვის საფრთხის შემცველი იყოს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სია და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია

თუ ვინმეს რაიმეს უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება ვინმესთვის საფრთხის შემცველი იყოს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სია და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც სპეცრაზმელების ვინაობის გამჟღავნების შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კრიტიკას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი აღმოიფხვრას.

„ესეც არის ლიბერალური ფაშიზმი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ასეთი სიებიც წარსულშიც კეთდებოდა, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ამ სიებმა ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწია. საბოლოო ჯამში, ყველამ ყველაფერი იცის. თუ ვინმეს რაიმეს უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება ვინმესთვის საფრთხის შემცველი იყოს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სია და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია. აი, მათ მართლა უნდა ეშინოდეთ რაღაც-რაღაცების. იმიტომ, რომ ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ! ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში ლიბერალური ფაშიზმი და ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, მოქმედება. ამიტომ ასეთ ადამიანებს, ვინც სწორედ, ამ სიებს აკეთებს, ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა