ნიკა გვარამია მოსამართლეს - ეს ქვეყანა გადარჩება, ეს ქვეყანა არ არის „ომონის” და არასდროს იქნება რუსეთის - თქვენ ხართ ქუსლით თავის დამსრესი პოლიციელების „გამპრავებელი“

ეს ქვეყანა გადარჩება, ეს ქვეყანა არ არის „ომონის”, ეს ქვეყანა არასდროს იქნება რუსეთის. თქვენ ხართ ქუსლით თავის დამსრესი პოლიციელების "გამპრავებელი", - ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე კობა ჩაგუნავას.

გვარამიას სიტყვით სარგებლობის შემდეგ მოსამართლე სათათბირო ოთახში გავიდა.

ამასთან, როგორც ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, 166-ე მუხლი, რომელიც მას წარუდგინეს, სასაცილოდ ეჩვენება.

გვარამიას თქმით, დაკავებისას მისი მხრიდან პოლიციელების მისამართით არანაირ წვრილმან ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია.

მისივე თქმით, ოფისში, სადაც ის დააკავეს, თავისივე უფლების განხორციელებას ცდილობდა და პოლიციისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

ნიკა გვარამიას თქმით, ის არის „ქართველი კაცი და როცა აგინებენ, პასუხს სცემს“.

„სასამართლოში სიარულის აზრს ვერ ვხედავ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ეს გამოცდილი მაქვს ჩემ თავზე.

გამოვალ, ქვეყანაც გადარჩება და მერე ვისაუბრებ”, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს