ზურაბ ვარდიაშვილი - "ტიტუშკები“ თავს დაესხნენ „პუბლიკის” ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს, მას სცემდნენ პოლიციის ეკიპაჟის თვალწინ, პოლიცია არც განძრეულა

„პუბლიკას“ დირექტორის ზურაბ ვარდიაშვილის ინფორმაციით, მათი ჟურნალისტი მინდია გაბაძე სცემეს.

როგორც ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ჟურნალისტს ცისფერ გალერეასთან „ტიტუშკები“ დაესხნენ თავს.

„ჟურნალისტებზე ტერორი გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ, ცისფერ გალერეასთან „ტიტუშკები“ თავს დაესხნენ „პუბლიკის” ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს. მას სცემდნენ პოლიციის ეკიპაჟის თვალწინ, პოლიცია არც განძრეულა. როცა ხალხი მივარდა და მოითხოვა თავდამსხმელების დაკავება, პოლიციელები ჩასხდნენ მანქანაში და მიიკეტეს კარი“, - წერს ვარდიაშვილი.

ჟურნალისტი ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები