კახა კალაძე - მივმართავ ახალგაზრდებს, რომ არ მისცეთ ამ ბოროტებს შესაძლებლობა, საკუთარი ზრახვებისთვის გამოგიყენონ

კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამ ძალადობრივი აქციების უკან პოლიტიკური პარტიები იდგნენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც საგამოძიებო უწყებამ პარტიული ოფისები თუ ბინები გაჩხრიკა და გარკვეული ნივთები ამოიღო, საპროტესტო აქციებს ძალადობრივი ხასიათი აღარ აქვს.

„ამ ყველაფრის შემდეგ ძალადობა შეწყდა. გუშინ პირდაპირ ეთერში ვნახეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი ახალგაზრდა ქვებს იღებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ამას აუცილებლად დასჭირდება შესაბამისი რეაგირება. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამ ძალადობრივი აქციების უკან პოლიტიკური პარტიები იდგნენ. ლიდერები არ ჩანდნენ, თავიანთ ოფისებში თბილად იყვნენ მოკალათებულნი, ცხელ ყავას და ჩაის მიირთმევდნენ, ზოგს ცხელი შოკოლადიც ჰყვარებია, ახალგაზრდებს კი სწირავდნენ იმისთვის, რომ 4, 7 და 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდოთ. ისინი ყველაზე ბოროტი ძალა, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები არიან. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ახალგაზრდებს, რომ არ მისცეთ ამ ბოროტებს შესაძლებლობა, საკუთარი ზრახვებისთვის გამოგიყენონ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კალაძე გამოეხმაურა მთავრობის მეთაურისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებას პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომ „კონსტრუქციულ ჩარჩოებში დაბრუნდნენ“. როგორც მან აღნიშნა, იმედი არ აქვს, რომ ამ მოწოდებას გაიზიარებენ.

„მე არ მგონია, რომ ეს ადამიანები ჩვენს მოწოდებას გაიზიარებენ, რადგან მათი ქმედებები სიძულვილით და ბოროტებით არის გაჯერებული. შეიძლება ვიღაცებს აქვთ სურვილი, რომ ნორმალურ ჩარჩოებში განაგრძონ პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევენ გარედან. ისინი ხომ აგენტები არიან და გარედან წამოსულ დავალებებს ასრულებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია