კახა კალაძე - როცა თავისთვის მდგარ პოლიციელთან მიდიხარ, ესვრი ქვებს, მძიმე საგნებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ამას ხომ ხვდებით რა რეაგირება მოჰყვება? რეაგირება მოქნეული და მოზომილი არ მინახავს

როდესაც, თავისთვის მდგარ პოლიციელთან მიდიხარ, ესვრი ქვებს, სხვადასხვა მძიმე საგანს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ურტყამ ჯოხს, ამას ხომ ხვდებით რა რეაგირება მოჰყვება - პირდაპირ მოსაკლავად იმეტებდნენ [პოლიციელებს] და რა თქმა უნდა, რეაგირება [იქნება], რომელიც მოქნეული და მოზომილი არ მინახავს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან იყო „კონკრეტული ფაქტები, რომლებიც მოკვლევას საჭიროებს“.

„როდესაც, თავისთვის მდგარ პოლიციელთან მიდიხარ, აღარ ვსაუბრობ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ესვრი ქვებს, ესვრი სხვადასხვა მძიმე საგანს, ესვრი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ურტყამ ჯოხს, ამას ხომ ხვდებით რა რეაგირება მოჰყვება. არავის აქვს უფლება, პოლიციელს ამ ფორმით მიმართოს, ესროლოს „მოლოტოვის კოქტეილები“. პირდაპირ მოსაკლავად იმეტებდნენ და რა თქმა უნდა, რეაგირება [იქნება], რომელიც მოქნეული და მოზომილი არ მინახავს, ზოგადად. იყო კონკრეტული ფაქტები, რაც საჭიროებს სიღრმისეულ გამოძიებას, მოკვლევას და რა თქმა უნდა, ყველაფერზე იქნება შესაბამისი პასუხი. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ვისაც აქვს იმის სურვილი, რომ გააპროტესტოს, გააპროტესტეთ მეგობრებო, არავინ გზღუდავთ, მაგრამ არსებობს რაღაც ფორმები, რაც უნდა დავიცვათ და არ გავცდეთ კანონის ჩარჩოებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, როგორც კალაძემ აღნიშნა, დადასტურდა, რომ „ძალადობრივი აქციების უკან პოლიტიკური პარტიები იდგნენ“.

„პირდაპირ ეთერშიც კარგად ჩანდა კადრები, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა იღებდა ქვებს და პოლიციელების მისამართით ისროდა. ეს აუცილებლად უნდა იყოს მოკვლეული. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება რეაგირება. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამ ძალადობრივი აქციების უკან პოლიტიკური პარტიები იდგნენ, რომელთა ლიდერებიც არ ჩანდნენ. თბილად ისხდნენ მოკალათებულები თავიანთ ოფისებში, მიირთმევდნენ ცხელ ყავას და ცხელ ჩაის, ზოგს ცხელი შოკოლადიც ჰყვარებია. ახალგაზრდებს სწირავდნენ იმისთვის, რომ ზოგს 9, ზოგს 7 და ზოგს 4 წელი შეეფარდოს. ყველაზე ბოროტი ძალა, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები არიან. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო და ვთხოვო ახალგაზრდებს, არ მისცეთ მეგობრებო, შესაძლებლობა ამ ბოროტებს, საკუთარი ზრახვებისთვის გამოიყენონ თქვენი თავი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის