სახალხო დამცველი გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ელჩებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეთ უორდს, საფრანგეთის ელჩს შერაზ გასრის და გერმანიის ელჩს ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდნენ.

ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა და ელჩებს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა გააცნო.

„ისაუბრა პოლიციის მხრიდან ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, აქციებზე დაკავებულთა და დაზიანებულთა მდგომარეობაზე, რომელთაც სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მუდმივად ნახულობენ დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში.

ასევე, აღნიშნა, რომ აპარატი ზედმიწევნით მიადევნებს თვალს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიებების მიმდინარეობას.

აპარატი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ცხელ ხაზზე შემოსულ ინფორმაციაზე მყისიერ რეაგირებას ახდენს.

სახალხო დამცველი პროაქტიულად განაგრძობს საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების ინფორმირებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის