ნანა ტოხვაძე - აქ ორი მხარე არ არსებობს! არსებობს ტირანი და განათლებული თაობის ბრძოლა თავისუფლებისთვის

აქ ორი მხარე არ არსებობს! არსებობს ტირანი და განათლებული თაობის ბრძოლა თავისუფლებისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, ნანა ტოხვაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს დუმილი სამარცხვინოა.

„გათენდა, სასტიკ ძალადობაზე, ქუთაისში ბავშვს რომ გონების დაკარგვამდე სცემდა პოლიცია და მერე გაიტაცეს(დაკავება აღარ ჰქვია), განათლების სამინისტრომ რაო?! მთავარია, პოლიტიკა არ შევიდეს სკოლებში და სასწავლო პროცესი არ ჩაგვეშალოსო, თორემ რეპრესიებს რას დავეძებთო, არა?! რეჟიმის ახალ ჭანჭიკს, მინისტრი რომ ჰგონია თავი, განათლების მიცემა თავისუფლების წართმევასთან თავსებადი ჰგონია, არა?! აქ ორი მხარე არ არსებობს! არსებობს ტირანი და განათლებული თაობის ბრძოლა თავისუფლებისთვის. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამარცხვინოა თქვენი დუმილი!”, - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები