კახა კალაძე - ავრცელებენ გადამონტაჟებულ ვიდეოს სიცრუის პროპაგანდისტები, თითქოს პოლიციას მოვუწოდებ, მომიტინგეები ძვლებში გადაამტვრიონ

ავრცელებენ გადამონტაჟებულ ვიდეოს სიცრუის პროპაგანდისტები, თითქოს პოლიციას მოვუწოდებ, მომიტინგეები ძვლებში გაადაამტვრიონ - ყველა ზღვარს გადავიდნენ და ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, ასეთი „ფეიკებით“ არის გაჯერებული „ნაცური“ პროპაგანდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კახა კალაძემ სრული ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც მისი თქმით, დამახინჯებულად არის ამოჭრილი და გადამონტაჟებული.

„ავრცელებენ გადამონტაჟებულ ვიდეოს სიცრუის პროპაგანდისტები, რომლებიც საზოგადოებას უმალავენ სიმართლეს. გაჩვენებთ ვიდეო როგორ არის დამონტაჟებული, თითქოს მე პოლიციელებს მოვუწოდებ იმისკენ, რომ ძვლებში დაამტვრიონ მომიტინგეები. რეალურად, მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ვსაუბრობ შემდეგს: „გაბედოს და ევროპის რომელიმე ქვეყანაში, გინდ ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც გუშინ აქციის ზოგიერთი მონაწილე აკეთებდა. ნახეთ რას უზამდა, ძვლებში დაამტვრევენ“. ეს ვიდეო არის „დაჩეხილი“.

ხედავთ, რას კადრულობენ. ყველა ზღვარს გადავიდნენ და ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ასეთი „ფეიკებით“ არის გაჯერებული „ნაცური“ პროპაგანდა. მგონი ყველაფერი ცხადია. არავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება დააპირისპიროს, ახალგაზრდები გამოიყენოს სათავისოდ და პირდაპირ გაწიროს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თვითონ მოკალათებულები იყვნენ თბილად ოფისებში, ცხელი ყავა-ჩაი, ცხელი შოკოლადი მიირთვან და ახალგაზრდებს აყენებდენ წინა ფლანგზე, მოუწოდებდნენ, რომ იძალადონ. ეს კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, გთხოვოთ ახალგაზრდებს, არ მისცეთ ამ უსამშობლო აგენტებს უფლება, რომ გამოგიყენონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს