ევროკომისიის პრეზიდენტი - ევროკავშირსა და მერკოსურს შორის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დავასრულეთ

ევროკავშირსა და მერკოსურს შორის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დავასრულეთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„ეს ახალი ისტორიის დასაწყისს ნიშნავს. ახლა მოუთმენლად ველი ევროკავშირის ქვეყნებთან მის განხილვას. ეს შეთანხმება ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის იმუშავებს. მეტი სამუშაო ადგილი. მეტი არჩევანი. საერთო კეთილდღეობა“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ახლა ევროკავშირისა და მერკოსურის სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირის 15-მა წევრმა, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს წარმოადგენენ და ევროპარლამენტში უბრალო უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები