ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები - ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მკაცრად ვგმობთ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი ქმედებები

ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მკაცრად ვგმობთ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ძალადობრივი ქმედებები, - ამის შესახებ ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„ვინაიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციური ვალდებულებაა, ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები, საქართველოს მმართველი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩეროს, ღრმა იმედგაცრუებას გამოვთქვამთ. ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მისწრაფებების სერიოზულ ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დავით გამოირჩა, რაც ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ვითვალისწინებთ ევროპარლამენტის მოწოდებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ და დარღვევების, მათ შორის ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის ცნობების საერთაშორისო გამოძიების მოწოდებით გამოვდივართ, ცნობების, რამაც საარჩევნო პროცესისა და მისი შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობა შეარყია“, - აცხადებენ პრეზიდენტები.

პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები ევროინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას ადასტურებენ.

„ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ასევე იმ პირების დაკავებას, რომლებიც თავიანთ უფლებებს იყენებენ, მკაცრად ვგმობთ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ძალადობრივი ქმედებები და დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი, ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დღეს ერთმანეთს ლიეტუვაში, ქალაქ კლაიპედაში შეხვდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის