„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - 28 ნოემბრიდან ამ დრომდე, აქციებზე 400-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან ადმინისტრაციულით 350-ზე მეტი, სისხლის სამართლის წესით - 26 - 300-ზე მეტი პირი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ 28 ნოემბრიდან აქციებზე დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ამ დრომდე 400-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან ადმინისტრაციული წესით 350-ზე მეტი, ხოლო სისხლის სამართლის წესით 26.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

„დაკავებულთა ასაკი 15-დან 60 წლამდეა. მამაკაცებთან ერთად დააკავეს ქალები და ბავშვები. დაკავებულთა შორის 7 უცხოელია. მოსამართლეები იყენებენ მკაცრ სანქციებს: ჯარიმა 2000-3000 ლარი ან პატიმრობა 4-დან 14 დღემდე. 80-ზე მეტ დაკავებულს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა. ადვოკატებისთვის დაკავებულების ადგილსამყოფელი საათების მანძილზე უცნობია. მოსამართლეები გადაწყვეტილებას პოლიციელების ჩვენების საფუძველზე იღებენ და ადვოკატების მტკიცებულებებს არ ითვალისწინებენ. არცერთ ნაცემ ან წამების მსხვერპლ დაკავებულზე მოსამართლეს არ მიუმართავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. მოსამართლეები არ აძლევენ დაკავებულებს საშუალებას უამბონ ცემისა და წამების შესახებ. მოსამართლეები ამბობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არ დასჯილა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი