„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეთავაზება მათთვის მიუღებელია

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები არხის ხელმძღვანელობის შემოთავაზებებს არ თანხმდებიან. მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება სამოქმედო გეგმა.

როგორც აქციის მონაწილეებმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს, არხი მენეჯმენტის გადადგომაზე მათ მოთხოვნას არ თანხმდება, თუმცა გარკვეული შეთავაზება აქვს.

„შემოთავაზება არის ის, რომ „პრაიმ ტაიმში“ ეთერი 22:00 საათზე გაგრძელდება იქამდე, სანამ კრიზისი ქვეყანაში არსებობს, ოღონდ იმ დათქმით, რომ პარიტეტი იქნება დაცული და განსხვავებული პოზიციის ადამიანებსაც ექნებათ შესაძლებლობა, ჩვენთან ერთად მიიღონ გადაცემაში მონაწილეობა. მეორე საკითხი არის მენეჯმენტის ვასილ მაღლაფერიძის, თინათინ ბერძენიშვილის გადადგომის საკითხი. ამის თაობაზე მათი პასუხი არის უარი. ცხადია, ჩვენი მხრიდან არ იყო არაფერი გაჟღერებული, რომ რაიმეზე ვთანხმდებით“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, განათლების პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები