ედგარს რინკევიჩსი - საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები არ არის ის, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან თავსებადია

საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები არ არის ის, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან თავსებადია, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა ქალაქ კლაიპედაში, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, გიტანას ნაუსედასთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა თავად საქართველოზეა დამოკიდებული - ქვეყანას ევროპული გზის გაგრძელება სურს, თუ მისი შეჩერება ან შეწყვეტა.

„ვუერთდები ჩემს კოლეგებს და ქართველ ხალხსა და საქართველოს ევროპულ კურსს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ჩვენ საქართველოს მეგობრები და მხარდამჭერები ვართ, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ახლა ბევრი რამ თავად საქართველოზეა დამოკიდებული. სურს თუ არა ქვეყანას ევროპული გზის გაგრძელება თუ გადაწყვეტს მის შეჩერებას ან შეწყვეტას. ეს გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ. ასევე, ჩემი გადმოსახედიდან, შემიძლია გავიმეორო ის, რაც უკვე ითქვა, ანუ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიების მკაცრად დაგმობა. ვფიქრობ, ეს არ არის ის, რაც თავსებადია კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან ან იმ ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს