მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ პოლიცია მოქალაქეებს ამოწმებს, რასაც პროტესტი და ხმაური მოჰყვა

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ პოლიცია მოქალაქეებს ამოწმებს, რასაც პროტესტი და ხმაური მოჰყვა.

კერძოდ, პოლიციელები მეტროსადგურში მოქალაქეებს აჩერებენ, უმოწმებენ ჩანთებს და სთხოვენ პირდაობის მოწმობის წარდგენას. სამართალდამცველების სწორედ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა მოქალაქეების მხრიდან პროტესტი. მოქალაქეები შესაბამისი ჩხრეკის ოქმის გარეშე დათვალიერებას ეწინააღმდეგებიან.

თავად სამართალდამცველები მედიასთან განმარტავენ, რომ გატარებული ღონისძიება არა ჩხრეკა, არამედ "ზედაპირული შემოწმებაა".

"ეს არ არის გაჩხრეკა, ეს არის პირადი გასინჯვა. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ხდება. პოლიციელს პრევენციული ღონისძიების განხორციელების მიზნით, შეუძლია შეაჩეროს პიროვნება და შეამოწმოს მისი ნივთები ისევე, როგორც ის პირადად გასინჯოს, ეს ჩხრეკა არ არის. როცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შესაძლებელია პიროვნებას ჰქონდეს კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ნივთიერება ან საგანი, მისი ზედაპირული შემოწმება ხდება. კერძოდ, როცა იმყოფება ნიღაბში და ა.შ“, - განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა.

მოქალაქეები პოლიციას მოუწოდებენ, ტერიტორია დატოვონ. ადგილზე მყოფი პირები სტვენითა და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი სამართალდამცველების მისამართით სკანდირებენ: “რუსებო, მონებო“.

შეგახსენებთ, პარალელურად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის