რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, დაიღუპა ცხრა ადამიანი

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, დაიღუპა ცხრა ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

მანამდე, რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.

რუსეთის იერიშს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს ნამდვილი მშვიდობის მიღწევა არ აინტერესებს.

„რუსეთმა ამ ომის დროს ათასობით მსგავსი დარტყმა განახორციელა. პუტინს ნამდვილი მშვიდობის მიღწევა არ აინტერესებს. იგი ცდილობს იმის შესაძლებლობას მიაღწიოს, რომ ნებისმიერ ქვეყანას ასე მოექცეს, ბომბებით, რაკეტებით და ძალადობის სხვა ფორმებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026