შსს მეტროსადგურებში საპოლიციო ღონისძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია ორი მოქალაქე.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ის წარმომადგენლებმა თბილისის სხვადასხვა მეტროსადგურში მოქალაქეების ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება კანონის შესაბამისად ჩაატარეს.

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციელების მოთხოვნას, უწყება აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი ზომები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლებმა, თბილისის სხვადასხვა მეტროსადგურში საპოლიციო ღონისძიება - მოქალაქეების ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ჩაატარეს. განვმარტავთ, რომ პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი ზომები.

ასევე, აღვნიშნავთ, რომ მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 2 მოქალაქე“, - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის