ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირის გარდა, სპეცრაზმია განლაგებული რესპუბლიკის მოედანზეც - აქციის მონაწილეები ფაქტობრივად ალყაში არიან მოქცეული

რუსთაველის გამზირის გარდა, სპეცრაზმია განლაგებული რესპუბლიკის მოედანზეც - აქციის მონაწილეები ფაქტობრივად ალყაში არიან მოქცეული.

უფრო კონკრეტულად, ამ დროისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმი და სპეციალური ტექნიკის გარკვეული შემადგენლობა დგას რუსთაველის გამზირზე, უშუალოდ, "ცისფერი გალერეის" მიმდებარედ, ხოლო საპოლიციო ძალების კიდევ ერთი ნაწილი განლაგებულია რესპუბლიკის მოედანზე. მათ შორის მონაკვეთი - ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია კი უკავიათ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც სპეცრაზმმა მანამდე უშუალოდ პარლამენტის ტერიტორია დაატოვებინა.

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაახლოებით 00:35 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები. დააკავეს რამდენიმე პირი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026